რუსეთმა ბაჰამის, გერნსის და მენის კუნძულები რომლებიც ოფშორული კომპანიების შესაქმნელად პოპულარული იურისდიქციებია, „არამეგობრულ ტერიტორიებად“ აღიარა. შესაბამის ბრძანებას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი.
რუსეთის მთავრობის პრესსამსახურში „ოფშორული სახელმწიფოების“ „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შეტანის მიზეზები განმარტეს.
გერნსის და მენის კუნძულები „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში იმიტომ მოხვდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკრაინაში სამხედრო შეჭრის საპასუხოდ, ბრიტანეთის სანქციებს მხარი დაუჭირეს. ბაჰამის კუნძულები ე.წ. „შავ სიაში“ იმიტომ შეიტანეს, რომ რუსეთის ბანკებთან, ფინანსთა სამინისტროსთან და რუსეთის რიგ საკრედიტო ორგანიზაციასთან გადარიცხვები აკრძალეს.
შეგახსენებთ, 2022 წლის მარტში, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ „არამეგობრული ქვეყნების“ სია შეადგინა.